Saturday, October 1, 2016

წყალი ჩვენს ცხოვრებაში

                               პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება: წყალი ჩვენს ცხოვრებაში.
პროექტის მთავარი იდეა: სკოლის მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას წყლის მნიშვნელობაზე ჩვენს ცხოვრებაში
1.წყლის როლი მცენარეთა,ცხოველთა და ადამიანების ცხოვრებაში;
2. წყლის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში;
3.წყალსაცავების,მდინარეების,ტბების ეკოლოგიური მდგომარეობა;
მონაწილეთა ასაკი:VIIკლასი
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები დაკვირვებისა და ექსპერიმენტების საშუალებით  აარკვევენ რა როლი უკავია წყალს ადამიანის ორგანიზმსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
იკვლევენ საკითხებს:ადამიანის ჯანმრთელობა და წყალი(წყლის მეშვეობით გავრცელებული დავადებები).
მოსწავლეები ახდენენ დაკვირვებას მათ რეგიონში მდებარე ფაბრიკა-ქარხნებზე და საწარმოებზე, ასევე იკვლევენ როგორია წყლის როლი მრეწველობაში.
მოსწავლეები იკვლევენ როგორია მდინარეების,წყალსაცავების მდგომარეობა მათ რეგიონში და არკვევენ თუ რა ზიანი მოაქვს საწარმოებს წყლის მდგომარეობაზე.
პროექტისთვის საჭირო რესურსები:ინფორმაციის მოძიება (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი), ფოტოების გადაღება, მონაცემების შეტანა ცხრილში, დიაგრამების აგება, ფოტოების და ნახატების გამოფენა, ვებ-გალერეაში გადაღებული ფოტოების ატვირთვა;
მოსალოდნელი შედეგაბი/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:შეიქმნას ბლოგი სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ დაკვირვების შედეგად მიღებულ შედეგებს, შეადგენენ ცხრილებს და დიაგრამებს წყლის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ,გადაღებული სურათებით,შესრულებული ნახატებით და პლაკატებით მოაწყობენ გამოფენას.
 სარგებელი სხვებისთვის: პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეები მეტს შეიტყობენ წყლის როლზე  მცენარეთა,ცხოველთა და ადამიანების ცხოვრებაში. ბავშვები გაიგებენ რა ზიანი მოაქვთ საწარმოებს წყლის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.
პროექტის ხელმძღვანელი:ნინო ირიული (ნატახტრის საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი)
პროექტის ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:ninoiriauli@gmail.com
პროექტის ბლოგი:ninoiriauli.blogspot.com



No comments:

Post a Comment